პროპორციული საარჩევნო სისტემა

ოქრიაშვილი: მოსახლეობის 99% ვერ ერკვევა პროპორციულ სისტემაში

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ საზოგადოების 99% -ს მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემაში განსხვავების დანაშვა უჭირს. ასევე მისი შეფასებით, მოსახლეობა ვერ ერკვევა, თუ რა არის დადებითი, თუ უარყოფით მაჟორიტარულ სისტემაში, ისევე, როგორც პროპორციულში.

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ამ საკითხის გარშემო უნდა გაიხსნას დისკუსია, რათა მოსახლეობას სისტემების დადებითი და უარყოფითი მხარეები გააცნონ.

"დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ მოსახლეობაში და ვკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში და რა არის ცუდი, ასევე პროპორციულში, 99% ჩვენი მოსახლეობის ვერ გვიპასუხებს, იმიტომ, რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მოსახლეობას დადებითი და უარყოფითი მხარე სისტემების და მერე გადაწყდება ეს საკითხი", - ამბობს ოქრიაშვილი.

IRI-ის კვლევისვე მიხედვით, მოსახლეობის 68%-ს პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ სმენია, მათგან 78% მას მხარს უჭერს.

20-21 ივნისის ღამის მოვლენების და მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა.

თუმცა, 14 ნოემბერს ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ინიციატივა ჩავარდა.

საპროტესტო აქციები განახლდა. ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა. 18 ნოემბერს ხელისუფლებამ დემონსტრანტები სპეცრაზმის გამოყენებით დაშლა.

დემონსტრანტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარებას სთხოვენ.

კომენტარები