საფრანგეთი

საფრანგეთმა სენეგალს კოლონიალიზმის პერიოდში მოპარული ისტორიული ხმალი დაუბრუნა

საფრანგეთმა კოლონიალიზმის პერიოდში მოპარული ხმალი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში სენეგალის ლიდერს ომარ საიდ ტალს ეკუთვნოდა სენეგალს დაუბრუნა.

ომარ საიდ ტალი 1850-იან წლებში ანტი-კოლონიური მოძრაობის ლიდერი იყო და საბოლოოდ, 1860 წელს საფრანგეთთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ის 1864 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი პირადი ნივთები, მათ შორის ხმალი და წიგნები საფრანგეთმა დაისაკუთრა.

ხმალი სენეგალის პრეზიდენტს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ედუარდ ფილიპმა გადასცა. გადაცემის ცერემონიას ტალის შტამომავლებიც ესწრებოდნენ.

ედუარდ ფილიპის თქმით ეს პირველი ნაბიჯია დასავლეთ აფრიკიდან წამოღებული არტიფაქტების დაბრუნების გზაზე, რომლებიც ამჟამად საფრანგეთის მუზეუმებშია განთავსებული.

2018 წლის ნოემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ კოლონიალიზმის პერიოდში აფრიკიდან წამოღებული ხელოვნების ნიმუშები სამშობლოში უნდა დააბრუნონ.

არტიფაქტების დაბრუნება გერმანიის და ბრიტანეთის მუზეუმებმაც დაიწყეს.

კომენტარები