არჩევნები 2020

ბოკერია: კონკრეტული შემდგომი ნაბიჯების შესახებ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი

მთავარი არხი

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი სამოქმედო გეგმა დღეს, აქციაზე გახდება ცნობილი. დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს და შეთანხმდნენ, რომ პროტესტი არ შეწყდება.

"კონკრეტული შემდგომი ნაბიჯების შესახებ, აქციაზე გაკეთდება განცხადება. გთხოვთ ყველას მობრძანებას. ამ კონკრეტულ ნაბიჯებზეც ვისაუბრეთ და გუშინდელის შემდეგ, პოზიციები ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად იგივე. საპროტესტო ტალღა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება" - თქვა ბოკერიამ.

აქცია რუსთაველის გამზირზე 19:00-ზე დაიწყება.

პროტესტი პარლამენტის წინ მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. თითქმის ერთი კვირაა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში. კვირას გამართული ფართომასშტაბიანი მიტინგის შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის წინ გაათენა. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და 18 ნოემბერს, ქართული ოცნების დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცრაზმი გამოიყვანა და აქცია წყლის ჭავლით დაშალა. ასევე, აიღო კარვები, თუმცა, ამის მიუხედავად, გუშინ საღამოს აქცია მაინც გაიმართა.

კომენტარები