18 ნოემბრის აქციის დაშლა

მაქარაშვილი: მანქანა გაფუჭდა, რომლითაც დაკავების შემდეგ გადავყავდით, პოლიციაში ფეხით მივედი

სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დააკავეს ამბობს, რომ მანქანა, რომლითაც ის სამმართველოში გადაჰყავდათ გზაში გაფუჭდა და პოლიციაში ფეხით მივიდა. 

სასამართლოზე, სადაც 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს, ბრალდების მხარემ ვიდეო წარმოადგინა, სადაც არ ჩანს, რომ ვინმე სამართლადამცველებს წინააღმდეგობას უწევს. 

მოსამართლის კითხვაზე თუ რამდენ წუთიანია მასალა და ვისი დაკავებაა ასახული, ბრალდების მხარემ უპასუხა რომ არ იცის და "მასაც არ უნახავს ჯერ". 

ასევე, მტკიცებულებად გამოიტანეს ვიდეო, სადაც მხოლოდ ის ჩანს, თუ როგორ სვამენ მანქანაში აქტივისტ გიგა მაქარაშვილს და ის მათ წინააღმდეგობას არ უწევს. 

გარდა ამისა, წარმოდგენილ ვიდეოში, სადაც როგორც ბრალდების მხარემ თქვა, დავით მჟავანაძის დაკავებაა ასახული, ვიდეოში მჟავანაძე ვერ ამოიცნო. 

აღსანიშნავია ისიც, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს შესთავაზა, რომ დაკავებულები დახმარებოდნენ თავიანთი თავების ამოცნობაში. 

...........

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პროცესის განხილვა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 4-საათიანი დაგვიანებით, მას შემდეგ განაახლა, რაც აქციის დაშლის დროს დაკავებული კიდევ 8 აქტივისტის პროცესი ორი საათით გადადო. მათ გარდა, მოსამართლეს კიდევ 6 აქტივისტის საქმის განხილვა აქვს გადადებული. ხოლო დანარჩენი 17 პირის სასამართლო სხდომა ჯერ არც დაუწყია.

ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავს. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. 

კომენტარები