18 ნოემბრის აქციის დაშლა

მოსამართლე ადვოკატებს: ბრალდების მოწმეებისთვის კითხვების დასასმელად 2-2 წუთი საკმარისია

ტაბულა

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა ადვოკატებს უთხრა, რომ ბრალდების მხარის მოწმეებისთვის კითხვების დასასმელად 2-2 წუთი საკმარისია. 

ადვოკატების თქმით, ეს ვადა გონივრული არ არის და მოსამართლის განცხადება გააპროტესტეს. ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის კანონმდებლობის არღვევს და ამის უფლებამოსილება საპროცესო კოდექსის 217 მუხლის მესამე ნაწილის (მოსამართლე მხარეს სიტყვისათვის ან/და საქმის განხილვის თითოეული ეტაპისათვის განუსაზღვრავს დროს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს განუსაზღვროს დამატებითი დრო, რომელიც არ გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას) მიხედვით არ აქვს.

"ეს არის უკანონო და არ დაგემორჩილებით"- მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს. საპასუხოდ მოსამართლე ფილიშვილმა ადვოკატებს ურჩია, რომ მათთვის მიცემული ვადა გაასაჩივრონ. 

.....

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პროცესის განხილვა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 4-საათიანი დაგვიანებით, მას შემდეგ განაახლა, რაც აქციის დაშლის დროს დაკავებული კიდევ 8 აქტივისტის პროცესი ორი საათით გადადო. მათ გარდა, მოსამართლეს კიდევ 6 აქტივისტის საქმის განხილვა აქვს გადადებული. ხოლო დანარჩენი 17 პირის სასამართლო სხდომა ჯერ არც დაუწყია.

ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავს. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. 

კომენტარები