18 ნოემბრის აქციის დაშლა

ბერძენიშვილი, ბასილაია, ბუნტური, ჭიჭინაძე - პატიმრობიდან კიდევ 6 პირი გათავისუფლდა

ტაბულა

მოსამართლემ ზუკა ბერძენიშვილი, ბექა ბასილაია, გიორგი ბუნტური, გურამ მჭედლიშვილი, ელგუჯა ბაგრატიონი და ლუკა ჭიჭინაძეც გაათავისუფლა ადმინისტრაციული პატიმრობიდან. 

სხდომა ხვალ 13:30 წუთზე ჩაინიშნა. 

ცნობისთვის, ვალერიან ფილიშვილმა ადვოკატი ბექა ბასილაია მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა. ბასილაიამ მას ფარისეველი უწოდა და უთხრა, რომ იმას აკეთებს, რასაც დაავლებენ

მანამდე მოსამართლე ფილიშვილმა კიდევ 6 პირი: გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათი სასამართლო სხდომა 1 საათზე ჩაინიშნა. 

ამ დაკავებული პირების პროცესის განხილვა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 4-საათიანი დაგვიანებით, მას შემდეგ განაახლა, რაც აქციის დაშლის დროს დაკავებული კიდევ 8 აქტივისტის პროცესი ორი საათით გადადო. მათ გარდა, მოსამართლეს კიდევ 6 აქტივისტის საქმის განხილვა აქვს გადადებული. ხოლო დანარჩენი 17 პირის სასამართლო სხდომა ჯერ არც დაუწყია.

ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავდა დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა.  

კომენტარები