18 ნოემბრის აქციის დაშლა

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - პროცესები ხვალ განახლდება

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა საქმის განხილვა ხვალამდე გადადო.

20 ნოემბერს, პირველი პროცესი, დღის 13:00 საათზე გაიმართება, სადაც განიხილება გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეები.

13:30 საათი: ზუკა ბერძენიშვილის, ბექა ბასილაიას, გიორგი ბუნტურის, გურამ მჭედლიშვილის, ელგუჯა ბაგრატიონის და ლუკა ჭიჭინაძის საქმეების განიხილება.

14:30 საათი: ირაკლი ჩიხრაძე, ლევან გორგაძე, ხვიჩა ბიწაძე, რევაზ ნიჟარაძე, დავით ბერუაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნოე ლაშხი, გოჩა მჟავანაძე.

16:30 საათზე თორნიკე ჩაჩანიძის პროცესი გაიმართება, ხოლო ირაკლი ფავლენიშვილის პროცესი 5 წუთის შემდეგ. 

მოსამართლემ 5- წუთიანი შუალედებით ჩანიშნა: ვლადიმერ ვართანოვის, გიორგი კოპალიანის, შოთა მათითაიშვილის, ირაკლი მაისურაძის, ალექსანდრე ლიპარტიას და ბესიკ ლიპარტელიანის, გიორგი მონავარდისაშვილის, დავით გეგიაძის, მიხეილ კაკაურიძის, დაჩი იმედაძის, ლევან ნოზაძის, გიორგი ეკიზაშვილის, ალექსანდრე ნაცარაშვილის, იმედა კლდიაშვილის პროცესები.

გირჩის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის საქმის განხილვა კი 17:50 საათზე ჩაინიშნა. ის 18 ნოემბერს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავდა. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. 

.............

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები