ხანძარი ავსტრალიაში

ძაღლი, რომელიც ავსტრალიაში ხანძრისას დაშავებული კოალების პოვნაში და გადარჩენაში ეხმარება

Reuters

ძაღლი სახელად "დათვი" მიატოვეს, როდესაც ლეკვი იყო. მას ობსესიურ კომპულსიური აშლილობა აქვს, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ ავსტრალიაში ხანძართან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

"დათვი" შერეული ჯიშის მეცხვარეა. ის სპეციალურად გაწვრთნეს, რათა ველურ ბუნებაში კოალების და ჩანთოსანი კვერნების პოვნა შეძლოს.

ამ დრომდე ის კველვითი მისიების და დაცული ტერიტორიებისათვის ეძებდა ამ ცხოველებს.

ახლა კი მას თათებზე დამცავი წინდები ჩააცვეს და ხანძრისგან გადამწვარ ტყეებში დაშავებულ ცხოველებს პოულობს. მან უკვე ათობით კოალას გადარჩენა მოახერხა.

ავსტრალიაში ხანძარმა მილიონამდე ჰექტარი გაანაგურა. დაიღუპა 4 ადამიანი. განადგურდა ასობით სახლი. დახურულია სკოლები. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. სიდნეი კვამლშია გახვეული. ხანძრის გამო 300-ზე მეტი კოალა მოკვდა.

კომენტარები