ავსტრალია

ავსტრალიაში ქალმა კოალა ხანძრისგან გადაარჩინა - video

ავსტრალიაში ქალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, კოალა ტყეში გაჩენილი ხანძრისგან იხსნა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში მალევე გახდა ვირუსული და მსოფლიო მედიის ყურადღებაც მიიპყრო.

როგორც ცნობილია, ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად ასობით კოალა მოკვდა.

ქვეყანაში ხანძარმა მილიონამდე ჰექტარი გაანაგურა. დაიღუპა 4 ადამიანი. განადგურდა ასობით სახლი. დახურულია სკოლები. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. სიდნეი კვამლშია გახვეული.

კომენტარები