ძალადობა

ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი ამბობს, რომ პაციენტის ნათესავმა სცემა

resonancedaily.com

ნეიროქირურგ გოგი მაღალაშვილის თქმით, ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი მას თავდაპირველად სიტყვიერად, შემედეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა და სცემა.

ექიმს დაზიანებები სახეზე, თვალის არეში აღენიშნება. 

"ავადმყოფს თავის ტვინის სიმსიმნე აქვს, გადაიტანა მძიმე ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ ბუნებრივია ნარკოზიდან ასე მალე ვერ გამოვიდოდა. ეს რომ გაიგო, რას ჰქვია ისევ სძინავსო. საბოლოოდ, აგრესიული საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც შემდეგ გავარკვიე, რომელიღაც საავადმყოფოში ახლობელი დაეღუპა და ამის შემდეგ ვერ ვიტან ექიმებსო" - აღნიშნავს ნეიროქირურგი ტელეკომპანია მთავართან.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე მთავართან საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები გახშირდა და აუცილებელია ამას მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

"ვგმობთ მსგავს ფაქტს. სამედიცინო სფერო რთული სფეროა, მსგავსი ფაქტები კი ძალიან გახშირდა და ეს უარყოფითად აისახება მთლიანად სამკურნალო პროცესზე. ამიტომ, ხელისუფლება და ჯანდაცვის სამინისტრო მოწადინებული უნდა იყოს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს" - ამბობს ლობჟანიძე. 

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ტელეკომპანია მთავართან აღნიშნავენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობით ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126მუხლით დაიწყო, რომელიც ძალადობას გულისხობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, მიმდინარეობს დაკითხვის პროცესი. 

კომენტარები