კანდელაკის ქუჩა

ახლადრეაბილიტირებულ კანდელაკის ქუჩის ნაწილს ისევ სამუშაოები სჭირდება, დაზიანებულია მილები

თბილისის მერია

თბილისის მერის ინფორმაციით, ახლადრეაბილიტირებულ კანდელაკის ქუჩაზე მილები დაზიანდა და ქუჩის ნაწილზე სამუშაოების ხელახლა ჩატარებაა საჭირო.

როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, უცნობია "ეს ვის მიერ არის გაკეთებული".

"კანდელაკის ქუჩაზე დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც არის უკანონო დაერთება ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მილები, რომელიც რამდენიმე თვის წინ განთავსდა, დაზიანებულია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. შეურაცხმყოფელია ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება შენი ქალაქის მიმართ. არ ვიცი ეს ვის მიერ არის გაკეთებული, თუმცა რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ კონკრეტული ადგილის მოწესრიგებას და გამოვიკვლევთ, იმასაც, თუ ვის მიერ იქნა დაზიანებული. მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ეს ქუჩა ყველასია და შესაბამისად, უფრო მეტი მოფრთხილება გვესაჭიროება ახლადგანხორციელებული პროექტების მიმართ", - თქვა კალაძემ.

მან პრობლემის მოგვარება და იმის გარკვევა, "ვის მიერ იქნა ჩადენილი ეს უმსგავსობა", მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა. 

კომენტარები