თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისში მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება (სრული პროგრამა)

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალი წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.

ფესტივალი 1 დეკემბერს 19:30 კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით “Blackmail” (1929წ) გაიხსნება. ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება. სპეციალურად „ შანტაჟისთვის“ 2007 წელს შექმნილი მუსიკის ავტორი კომპოზიტორი ნილ ბრენდი დაესწრება გახსნის ცერემონიალს. კომპიზიციას შეასრულებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.

წელს კინოფესტივალის განსაკუთრებული პარტნიორია ბრიტანეთის საბჭო და „ ქვეყანა ფოკუსში“ არის დიდი ბრიტანეთი. ბრიტანეთის საბჭო, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ახორციელებს მასშტაბურ პროექტს -„დიდი ბრიტანეთი/საქართველო: ახალი ჰორიზონტი“ ანუ ე.წ.“ ბრიტანული სეზონი“, რომელიც უამრავ ღონისძიებას და აქტივობას მოიცავს. კინოფესტივალსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობაც , სწორედ „ბრიტანული სეზონის“ ფარგლებში მოხდება და ეს იქნება ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება.

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება. „ოქროს პრომეთე“ ფესტივალის მთავარი ჯილდო, გადაეცემა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო მხატვრული ფილმი

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

საუკეთესო მხატვრულ ფილმს, , ფულადი პრიზით, ქართული ფილმის განვითარების ფონდი დააჯილდოვებს . საუკეთესო დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმს კი - საზოგადოებრივი მაუწყებელი.

უკვე მესამე წელია, რაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”. აღნიშნული პრიზი დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე ნომინირებულია 7 ფილმი, რომელთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით. დაჯილდოვება მოხდება 7 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე .

დახურვაზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“

წელს ფესტივალზე, „რეჟისორი ფოკუსში“ არის არგენტინელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი, რომელსაც გადაეცემა საპატიო პრომეთე.

საპატიო პრომეთე ასევე გადაეცემა, ქართველ რეჟისორს და სცენარიტს, ირაკლი კვირიკაძეს.

გთავაზობთ 2019 წლის თბილისის კინოფესტივალის პროგრამას:

ქართული პანორამა

მე-20 ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მხოლოდ ეროვნული კონკურსი. „ქართული პანორამის“ ფარგლებში გამარჯვებული 3 ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ეს ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება იმართება. პროგრამის მიზანია, ქართველ კინემატოგრაფისტებს ხელი შეუწყოს, ფართო მაყურებლის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენაში.

„ქართულ პანორამას“ ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეო-ინსტიტუტის „ არსენალის“ და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის“ დამფუძნებლები- ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ. ასევე ჟიურიში იქნება ჰეზერ სტიუარტი( ბრიტანული კინოს ინსტიტუტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი) , ნიკოლას სელი (ალფონსო კუარონის ოსკაროსანი ფილმის „ რომას“ პროდიუსერი) და პაბლო დე ვიტა (არგენტინელი კინოკრიტიკოსი )

სრულმეტრაჟიანი ფილმები:

„უარყოფითი რიცხვები“ - უტა ბერია

„ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“- დიმიტრი ცინცაძე

„ღორი“ - გიგა ლიკლიკაძე

„კომეტები“- თამარ შავგულიძე

„ბოროტმოქმედი“ - დიმა მამულია

„ოქროს ძაფი“ - ლანა ღოღობერიძე

მოკლემეტრაჟიანი ფილმები:

„მამული“ - გიორგი სიხარულიძე

„ცხოველი“ - ამირან დოლიძე

„ტრადიცია“ - იოსებ ბლიაძე

„თემო“ - ლაშა ცქვიტინიძე

„დასასრულის დასაწყისი“ - გიორგი ქასრაშვილი

„აცახცახებული გული“ - ვაჟიკო ჩაჩხიანი

„სელფი გაზქურასთან“ ირინა ჯავახაძე

„ხმის კონტროლი” - გიორგი სულაძე

„ვიდრე წავიდოდე“ - ელენა ცაგარეიშვილი

„მესამე ზედმეტი“- ოთარ ბერძენიშვილი

„კახეთის მატარებელი“ - ლალი კიკნაველიძე

„When Money Had Its Body” - თამარ მაღრაძე

„სამაია“ - ლევან შუბაშვილი

„უბიუჯეტო ფილმი“ - ნინა ხატიაშვილი

„არჩევანი“ - გიორგი ვარსიმაშვილი

„მარქსის ქუჩა 12“ - ირინა ჟორდანია

„ხედავ იმას, რასაც მე?“ - ანანო ბაკურაძე

 

დოკუმენტური ფილმები:

„12 გაკვეთილი“ - გიორგი მრევლიშვილი

„მოსავალი“ - მიშო ანთაძე

„სანამ მამა დაბრუნდება“ - მარი გულბიანი

„სხვა მეზობლები“ - ნიკა წიკლაური

„პური და მარილი“ - სალომე რაზიკაშვილი

„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ - ნანა ჯორჯაძე

 

სპეციალური ჩვენებები:

„უჟმური“ - ნუცა ღოღობერიძე 1934

„ქორწილი“ - მიხეილ კობახიძე 1964

„პასტერნაკი“ - ნინო კირთაძე 2019

PLAY UK

კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა ბრიტანეთია. ფესტივალის და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, პროგრამა

უახლესი გამორჩეული ბრიტანული ფილმების ჩვენებას, ბრიტანული კლასიკური კინოს მცირე რეტროსპექტივას და სხვა აქტივობებს მოიცავს.

 

წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანულ ფოკუსს PLAY UK ერქმევა.

ბრიტანული პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტია, 90- წამიანი ფილმების კონკურსი „დეპიკტი!“.

კონკრეტულად ამ კონკურსის ჟიური 20 საუკეთესო ფილმს შეარჩევს. ჟიურის წევრები დავით ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და რიჩ უორენი (ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი) არიან.

 

ქვეყანა ფოკუსში/ Country in Focus: ბრიტანეთი

Bait / სატყუარა - Mark Jenkin, UK, 2019

Hope Gap / იმედის ნაპრალი - William Nicholson, UK, 2019

Sorry We Missed You / უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით - Ken Loach, UK/France/Belgium, 2019

The Souvenir / სუვენირი - Joanna Hogg, UK, 2019

 

„რეჟისორი ფოკუსში“ - კარლოს რეიგადასი

თბილისის საერთაშლეისო კინოფესტივალი თიბისი სტატუსთან ერთად კინოს მოყვარულებს 8 დეკემბერს ლეგენდარულ რეჟისორთან კარლოს რეიგადასთან შეხვედრის საშუალებას მისცემს.

Our Time ჩვენი დრო (2018)

Post Tenebras Lux წყვდიადის შემდეგ ნათელი (2012)

Silent Light ჩუმი სინათლე (2007)

Battle in Heaven ზეციური ბრძოლა (2005)

Japan იაპონია (2002)

 

ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს თბილისის საერთაშორისო კინო - ფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში „ჰორიზონტები“, „ამერიკები“, „ევროპული ფორუმი“.

ევროპული ფორუმი/ European Forum

A Voluntary Year ერთი წელი მოხალისედ - Ulrich Köhler, Henner Winckler, Germany, 2019

About Endlessness უსასრულობის შესახებ - Roy Andersson, Sweden, 2019

An Officer and a Spy ოფიცერი და ჯაშუში - Roman Polanski, France/Italy, 2019

Atlantis ატლანტიდა - Valentyn Vasyanovych, Ukraine, 2019

Commitment ვალდებულება - Semih Kaplanoğlu, Turkey, 2019

Echo ექო - Rúnar Rúnarsson, Iceland, 2019

Freedom თავისუფლება - Albert Serra, Spain, 2019

God Exists, Her Name is Petrunya ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია - Teona Strugar Mitevska, Macedonia, 2019

Gundermann გუნდერმანი - Andreas Dresen, Germany, 2018

I Was at Home, But სახლში ვიყავი, მაგრამ... - Angela Schanelec, Germany, 2019

Little Joe პატარა ჯო - Jessica Hausner, Austria/Germany/UK 2019

Martin Eden მარტინ იდენი - Pietro Marcello, Italy/France, 2019

Master Cheng ბატონი ჩენგი - Mika Kaurismäki, Finland/China, 2019

Mr Jones მისტერ ჯონსი - Agnieszka Holland, Poland/UK/Ukraine, 2019

Portrait of a Lady on Fire ალმოდებული ქალის პორტრეტი - Céline Sciamma, France 2019

Synonyms სინონიმები - Nadav Lapid, France/Israel/Germany 2019

The Portuguese Woman პორტუგალიელი ქალი - Rita Azevedo Gomes, Portugal/Germany 2019

The Traitor მოღალატე - Marco Bellocchio, Italy/France/Brazil/Germany, 2019

The Truth სიმართლე - Hirokazu Koreeda, France/Japan, 2019

The Whistlers მსტვენელები - Corneliu Porumboiu, Romania/France/Germany, 2019

Vitalina Varela ვიტალინა ვარელა - Pedro Costa, Portugal/Cayman Islands, 2019

Young Ahmed ახალგაზრდა აჰმედი - Jean-Pierre and Luc Dardenne, Belgium/France 2019

ჰორიზონტები/Horizons

A Dog Barking at the Moon ძაღლი უყეფს მთვარეს - Xiang Zi, China/Spain, 2019

Abou Leila აბუ ლეილა - Amin Sidi-Boumédiène, Algeria/France, 2019

Castle of Dreams ოცნების კოშკი - Reza Mirkarimi, Iran, 2019

Chained მიჯაჭვული - Yaron Shani, Israel, 2019

So Long, My Son მშვიდობით, ჩემო ბიჭო! - Wang Xiaoshuai, China, 2019

The Wild Goose Lake გარეული იხვის ტბა - Yinan Diao, China/France, 2019

ამერიკები/ Americas

A Hidden Life დამალული სიცოცხლე - Terrence Malick, USA/Germany 2019

Bacurau ბაკურაუ - Kleber Mendonça Filho, Juliano Dornelles, Brazil/France, 2019

Family Members ოჯახის წევრები - Mateo Bendesky, Argentina, 2019

Genesis დაბადება - Philippe Lesage, Canada, 2019

Ghost Town Anthology გამქრალი ქალაქის ანთოლოგია - Denis Côté, Canada, 2019

Give Me Liberty მომეცი თავისუფლება! - Kirill Mikhanovsky, USA, 2019

Matthias & Maxime მათიასი და მაქსიმი - Xavier Dolan, Canada, 2019

Monos მონოები - Alejandro Landes, Colombia/USA, 2019

The Farewell გამომშვიდობება - Lulu Wang, China/USA, 2019

 

აპოლო: კინოს მეხსიერება / Apollo: Memories of Cinema: ბრიტანული რეტროსპექტივა/ British Retrospective

Don't Look Now არ გამოიხედო! - Nicolas Roeg, 1973

Sunday Bloody Sunday კვირა, წყეული კვირა - John Schlesinger, 1971

The Browning Version ბრაუნინგის ვერსია - Anthony Asquith, 1951

The Loneliness of the Long Distance Runner გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა - Tony Richardson, 1962

The Servant მსახური - Joseph Losey, 1963

This Sporting Life ასეთია სპორტული ცხოვრება - Lyndsay Anderson, 1963

Women in Love შეყვარებული ქალები - Ken Russell, 1969

 

კინოფესტივალის პარტნიორები არიან : საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ბრიტანეთის საბჭო, ევროკავშირი და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გენერალური სპონსორები აჭარა ჯგუფი, თიბისი სტატუსი TBC STATUS

კინოფესტივალის განმავლობაში, ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში“. კინოფესტივალის მასპინძელია სასტუმრო „რუმსი“.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები