პროპორციული არჩევნები

ყაველაშვილი ტრაპაიძეს: დაანებეთ ივანიშვილს თავი, მე მელაპარაკებით და მე გცემთ პასუხს

"თქვენ ერთი მოქალაქე და ასევე ჟურნალისტი დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი აზრი არის უმრავლესობის აზრი ჩვენს ქვეყანაში, ყველა შეთანხმებულია ამ პროპორციულ სისტემაზე?" - მიმართა ნაძალადევის მაჟორიტარმა მიხეილ ყაველაშვილმა TV პირველის წამყვანს დიანა ტრაპაიძეს. ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ თავად, როგორც მოქალაქე, პროპორციული სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის გამო, თავს "გადაგდებულად" გრძნობს.

დიანა ტრაპაიძემ ყაველაშვილს კვლევები შეახსენა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმეტესობა ემხრობა პროპორციულ სისტემას, ასევე, ჰკითხა, თუ ახსოვს, რა თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს, როცა 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პირობა დადო.

"დაანებეთ ბიძინა ივანიშვილს თავი, მე მელაპარაკებით და მე გცემთ პასუხს" - თქვა ყაველაშვილმა. მაჟორიტარი ამბობს, რომ ნებისმიერ დანაპირებს გადათქვამს, "თუ რაიმე სახით ვხედავ, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას ემუქრება საფრთხე".

კომენტარები