ლარის გაუფასურება

ლარი ისტორიულ მინიმუმს კვლავ მიუახლოვდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, დოლართან მიმართებით ლარი 0.41 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 0.39 თეთრით.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამჟამად 2.9776 ლარია, ხოლო ერთი ევროსი 3.2956 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, ბრიტანულ გირვანქასთან კი გამყარდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება სამ ლარს აჭარბებს. ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმზე 27 სექტემბერს დაეცა, როცა დოლარი 2.9808 ლარი ღირდა. გაუფასურების ტენდენციის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა სექტემბერსა და ოქტომბერში სამჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რის შედეგადაც ვალუტის გაცვლითი კურსი დროებით დასტაბილურდა.

კომენტარები