გადასახადები

ქვეყნები ყველაზე დიდი საშემოსავლო გადასახადით

bloomberg.com

საქართველოში საშემოსავლო გადასახადი 20%-ია. ევროპის მასშტაბით იშვიათია, მთავრობას ადამიანების შემოსავლის ასე მცირე წილი მიჰქონდეს მათი ჯიბიდან.

საშემოსავლო გადასახადი განსაკუთრებით მაღალია ჩრდილო ევროპის ქვეყნებში, რომლებიც მთავრობის მაღალი ხარჯებითაა ცნობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ქვეყნებში მოქმედებს პროგრესული საგადასახადო სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების ჯიბიდან მთავრობას შემოსავლის უფრო დიდი წილი მიაქვს. საქართველოში ბრტყელი გადასახადი მოქმედებს, ანუ, ნებისმიერი შემოსავლის მოქალაქე პროცენტულად იგივეს იხდის.

10 ქვეყნის სია, სადაც საშემოსავლო გადასახადი ყველაზე დიდ წილს აღწევს, ასე გამოიყურება:

  1. შვედეთი - 57.19%
  2. იაპონია - 55.95%
  3. ავსტრია - 55%
  4. ნიდერლანდები - 51.75%
  5. ბელგია - 50%
  6. ირლანდია - 48%
  7. ავსტრალია, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია - 45%

კომენტარები