გიორგი რურუას საქმე

რურუა მოსამართლეს: როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე - მე

მთავარი არხი

მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, ბრალს არ აღიარებს. 

სასამართლოზე რურუა ყვება, რომ ის 12:00-დან 13:00-მდე შუალედში დააკავეს და 18:00 საათამდე მას ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს. რურუასვე თქმით, მას ნების საწინააღმდეგოდ ჩაუტარეს ჩხრეკა და აუღეს დნმ-ის ანალიზი. 

"როგორც თქვენ არ გინახავთ ის იარაღი თვალით, ისე მე არ მინახავს. სამმართველოში მისულს განმიცხადეს, რომ იარაღი თქვენგან ამოვიღეთო,"- ყვება რურუა სასამართლოში თავის ჩვენებაში. 

გიორგი რურუას პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე იმართება. 18 ნოემბერს ის აქციის სპეცრაზმით დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს. 

მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, ის დაკავშირებული იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან და მოძრაობას "სირცხვილია" ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. 

მეგობრები და ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამ აქციებსა და ტელეკომპანია მთავარის მეწილეობას უკავშირებენ. 

კომენტარები