18 ნოემბრის აქციის დაშლა

5 პირს პატიმრობა, ერთს - შენიშვნა - გადაწყვეტილება 18 ნოემბერს დაკავებული 6 პირის საქმეზე

0 კომენტარი

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებულებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა, ნაწილს კი ჯარიმა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, მათ დაეკისრათ:

გიგა მაქარაშვილი - პატიმრობა - 12 დღე. 

ირაკლი კაჭარავა - პატიმრობა - 4 დღე; 

პაატა სოსანაშვილი - სიტყვიერი შენიშვნა. 

დიმიტრი ბიძინაშვილი - პატიმრობა - 3 დღე. 

ირაკლი ნადირაძე - პატიმრობა - 13 დღე. 

დავით მჟავანაძე - პატიმრობა - 4 დღე. 

რამდენიმე წუთით ადრე მოსამართლემ სხვა ექვსეულის საქმეზე გამოაცხადა შემდეგი გადაწყვეტილება:

ლუკა ჭიჭინაძე - 5-დღიანი პატიმრობა.

გიორგი ბუნტური - 5-დღიანი პატიმრობა.

ზუკა ბერძენიშვილი - პატიმრობა - 7 დღე.

ბექა ბასილაია - პატიმრობა - 13 დღე.

გურამ მჭედლიშვილი - ჯარიმა 1000 ლარი.

ელგუჯა ბაგრატიონი - პატიმრობა - 12 დღე.

მოსამართლე კიდევ 8 ადამიანის საქმეს განიხილავს ჯგუფურად, დანარჩენი დაკავებულების საქმეებს კი ინდივიდუალურად განსჯის. როდის გაიმართება პროცესები, ჯერჯერობით უცნობია.

19 ნოემბერს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავდა. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. მოსამართლემ თავდაპირველად სხდომები მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო, გვიან ღამით კი ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და განხილვა დღეისთვის, 20 ნოემბრისთვის ჩანიშნა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები