სახელმწიფო ქონება

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების გამო 7 პირი პასუხისგებაში მისცეს, 2 დააკავეს

shutterstock

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების გამო 7 პირი პასუხისგებაში მისცეს, დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორები, 2 პირი, დააკავეს.  

ბრალდებულებმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენებით ჭიათურაში სახელმწიფოს კუთვნილი 29 660 ლარის ღირებულების, 32 020 კვადრატული მეტრის მოცულობის მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს.

"დღეისთვის, მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით,"-წერია განცხადებაში. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები