Game of thrones

ემილია კლარკი: GAME OF THRONES-ში შიშველი სცენების გადაღება შემაძრწუნებელი იყო

LA times

Game of Thrones-ის მსახიობმა, ემილია კლარკმა, ჟურნალის დაქს შეპარდთან პოსდკასტში სერიალის გადაღებებისა და შიშველი სცენების შესახებ ისაუბრა.

ემილია კლარკს თეატრალური უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა და 23 წლის იყო, როდესაც დენერის ტარგარიენის როლის შესრულებას დათანხმდა.

"მე მანამდე ფილმის გადაღებებზე მხოლოდ ორჯერ ვიყავი ნამყოფი და უცებ აღმოჩნდა რომ გადაღებაზე ვიყავი სრულიად შიშველი სხვა ხალხთან ერთად. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, არ ვიცოდი რას ელოდნენ ჩემგან, რა უნდოდათ მათ და რა მინდოდა მე.

იქნებოდა თუ არა შიშველი სცენები, პირველი სეზონის განმავლობაში მე მაინც ვიფიქრებდი რომ ამ ყველაფრის ღირსი არ ვიყავი", - თქვა ემილია კლარკმა.

მსახიობის თქმით, მსგავსი სირთულეების გადალახვაში მას ჯეისონ მომოა ეხმარებოდა. 

"ჯეისონი გამოცდილი იყო, ის გამოცდილი მსახიობი იყო, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა რაღაცები Got-ის გადაღებებამდე. ის იყო კეთილი და გამგები და ზრუნავდა ჩემზე ისე, როგორც ადამიანზე", - თქვა ემილია კლარკმა.

მსახიობის თქმით, Game of Thrones-ის შემდეგ მას ფილმების გადაღებებისას ბევრჯერ თხოვეს შიშველი სცენები გადაეღო, თუმცა ის უფრო "გამჭრიახი" გახდა.

"გადაღებებზე ჩხუბები მქონდა სიშიშვლესთან დაკავშირებით. ვამბობდი რომ გადასაფარებელი ჩემთან რჩება, ისინი კი მეუბნებოდნენ რომ ჩემი Game of Thrones-ის ფანები არ უნდა გამეწბილებინა. მე მათ ვპასუხობდი - "წადი შენი", - გაიხსენა ემილია კლარკმა.

კომენტარები