ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 26 ნოემბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი. დასავლეთ საქართველოში დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან კი, ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა ითოვოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება.

24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები