სულ მალე მაყურებელი მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმს The Irishman ნახავს, რომელშიც მთავარ როლებს ლეგენდარული მსახიობები რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო ასრულებენ. გამოცემა GQ-სთნ ინტერვიუში, მსახიობებმა აღნიშნეს, რომ ერთმანეთთან 50 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ.
"როდესაც ერთმანეთი გავიცანით, სადღაც 20-იანი წლები იქნებოდა, გამოდის ეს 50 წლის წინ იყო!" აღნიშნა დე ნირომ
"ძალიან კარგად მახსოვს ეს შეხვედრა. რომ დაგინახე ვფიქრობდი, ვაუ, როგორი ქარიზმატული ადამიანია. ამ დროს არც არაფერს აკეთებდა, უბრალოდ მიდიოდა." დაამატა ალ პაჩინომ ინტერვიუს დროს.