ქართული ოცნება

ვოლსკი: გული მწყდება, რომ ძიძიგურმა ოპონენტების მოსაზრებას კვერი დაუკრა - არ ეკადრება

ტაბულა

ძალიან გული მწყდება რომ ზვიად ძიძიგურმა, ოპონენტების აი ამ არასწორ მოსაზრებას, გარკვეულად, მცირედით მაგრამ კვერი დაუკრა. არ ეკადრება ასეთი განცხადების გაკეთება - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თავი მოტყუებულად იგრძნო და უმრავლესობა ამიტომაც დატოვა. 

ვოლსკის თქმით, ძიძიგურს შეეძლო აქტიური მონაწილეობა მიეღო განხილვებში, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეხებოდა და კარგი იქნებოდა, თავისუფალ კენჭისყრაზე მსჯელობისას თავად ყოფილიყო შეხვედრებზე. 

ის ამბობს, რომ გუნდის გახლეჩვა რეალური იყო, რასაც "ქართულმა ოცნებამ" თავი აარიდა.

ზვიად ძიძიგურმა პალიტრანიუსის ეთერში თქვა რომ "ოპოზიციას მორალური და პოლიტიკური უპირატესობა აქვს, ისინი მართლები არიან". მისი თქმით, ქართული ოცნება იმიტომ დატოვა, რომ გუნდმა პირობა არ შეასრულა. 

14 ნოემბერს, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ  ზვიად ძიძიგურმა ქართული ოცნების უმრავლესობა და ვიცესპიკერის პოსტი დატოვა. 

კომენტარები