თბილისის მერია

კალაძე იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს ეცნობა

instagram.com/kakhakaladze/

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იტალიაში, ქალაქ რეჯიო ემილიაში იმყოფება.

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს ეცნობა.

"კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.

კომპანია IDO SRL-მა "თბილსერვის ჯგუფის" მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე", - წერია თბილისის მერიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ახალი წლისთვის, თბილისის მერია ჯამში 2.8 მილიონ ლარამდე დახარჯავს ნაძვის ხესა და განათებებში.

სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, რომ მერია 1 250 000 ლარს გადაუხდის კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში.

ამას გარდა, მერიამ დამატებით 455 ათას ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა იგივე კომპანიას სხვა განათებებსა და ნათურებში.

ნაძვის ხეში კი ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯება - ნაძვის ხის ღირებულება 305 ათასი ევრო იქნება.

კომენტარები