მოძრაობა

"ოცნების" ოფისთან კიდევ 2 დემონსტრანტი დააკავეს

IPN

"ოცნების" ოფისთან კიდევ 2 დემონსტრანტი დააკავეს. 

აქტივისტების თქმით, მიზეზი სტენსილის გაკეთება გახდა. 

ახლა მოძრაობა "შეცვალეს" სულ 5 წევრია დაკავებული. 

რამდენიმე საათის წინ დააკავეს 3 დემონსტრანტი. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ დემონსტრანტებს გადაადგილების საშუალება არ მისცა.

სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 166-ე, ხულიგნობის და 173-ე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

"სრულიად უკანონოდ დააკავეს მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრი. მათ პოლიციელებმა უკანონოდ აღუკვეთეს გამოხატვის თავისუფლება. ჩვენი მოძრაობის წევრების უკანონო დაკავება არავის არ შერჩება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შევცვლით ამ პრობლემას, რაც არის ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი", - თქვა მოძრაობა „შეცვალეს" წევრმა, ტიტე გედენიძემ.

"შეცვალეს" წევრები ქართული ოცნების ოფისთან აქციას მართავენ.

როგორც ამბობენ, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ოფისში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. ​შეხვედრის სავარაუდო თემა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.

კომენტარები