Netflix

NETFLIX: 9 დეკემბერს უმშვენიერესი რამ მოხდება, "მეამბოხე სულები" ბრუნდება

სერიალი "მეამბოხე სულები" Netflix-ზე ბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მულტიმედიურმა კომპანიამ დაადასტურა და სერიალის გამოსვლის თარიღიც დააანონსა. 

"9 დეკემბერს მშვენიერი, მშვენიერი, უმშვენიერესი რამ მოხდება,"- წერს კომპანია. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მეამბოხე სულები" 2019 წელს Netflix-ზე გავიდოდა, ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა, როდესაც შოუს შემქმნელმა გამოცემა La Nación-ს უთხრა, რომ სერიალზე უფლებები Netflix-ს მიყიდა. 

"მე უკვე ველაპარაკე იმ მსახიობს, რომელიც მათ შეარჩიეს და რომელიც მექსიკელი ამერიკელია და მათ მითხრეს, რომ პერსონაჟები ზუსტად იგივენაირები დარჩებიან და რომ ისინი სერიალის 400 ეპიზოდს 20-მდე შეამცირებენ და შემდეგ კიდევ 20 იქნება და შემდეგ კიდევ 20," - თქვა კრის მორენმა 2018 წლის დეკემბერში. 

მეამბოხე სულები არგენტინული სერია, რომელიც 2002 წლის 27 მაისს გამოვიდა, ბოლო სერია კი 2003 წლის 10 ნოემბერს გავიდა ეთერში. საპნის ოპერა არაერთ ქვეყანაში გადიოდა, მათ შორის საქართველოშიც, სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 

კომენტარები