საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს განცხადებაში მითითებული მუხლი კონსტიტუციის ძველი რედაქციიდანაა, რომელიც ერთი წლის წინ შეიცვალა.
"ამათ ვინმემ აუხსენით, რომ დეკემბერში 1 წელი შესრულდება, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოქმედებს და 84-ე მუხლი საერთოდ აღარ აქვს. რა საცოდავ დღეში არიან,"- წერს მშვენიერაძე Facebook-ზე.
კერძოდ, 21 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ კონსტიტუციის 84-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩლება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ის, რასაც საქალაქო სასამართლო ციტირებს, ამჟამად 63-ე მუხლის პირველი ნაწილია.