Victoria’s Secret-მა 2019 წლის შოუ გააუქმა

Victoria’s Secret-ის ყოველწლიური შოუ წელს არ ჩატარდება. ეს ინფორმაცია, ზაფხულში, რამდენიმე მოდელს წამოსცდა, ახლა კი ბრენდის მშობელი კომპანია ინფორმაციას ადასტურებს. 

მაისში ბრენდმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ შოუში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანდა, თუმცა მის გაუქმებაზე არ უსაუბრია. 

Victoria’s Secret-ის ჩვენებები 1995 წლიდან ტარდება. 2013 წელს შოუს 9.7 მილიონი ადამიანი უყურებდა, 2018 წელს კი სულ 3,3.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ბრენდი თავის სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიას მთლიადანად გადახედავს და სამომავლოდ ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებს. 

კომენტარები