მერაბ ქვარაია

აქტივისტებმა "ოცნების" დეპუტატს, ქვარაიას, პრესკონფერენციის გამართვის საშუალება არ მისცეს

0 კომენტარი
ფოტო: Tv pirveli

აქტივისტებმა ქართული ოცნების დეპუტატს, მერაბ ქვარაიას, პრესკონფერენციის გამართვის საშუალება არ მისცეს. ქვარაია, რომელმაც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, მოძრაობა "გაბედეს" წარმომადგენლებმა "მთავარის" პრესკლუბში პრესკონფერენცია არ ჩაატარებინეს. 

"ბიძინას მონა",-ამ შეძახილებით დახვდნენ მერაბ ქვარაიას აქტივისტები. 

ქვარაიამ ტერიტორია მალევე დატოვა. აქტივისტების თქმით, ისინი მივლენ ყველგან, სადაც იქნებიან მაჟორიტარები და არ მისცემენ საშუალებას, რომ ხალხი მოატყუონ. 

აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას 18 ნოემბერს პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს, მან ტერიტორია შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები