ბოქლომების დადება

"ოცნების" მაჟორიტარის მიხეილ ყაველაშვილის ოფისს ბოქლომი დაადეს

ევროპული საქართველოს წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ოცნების მაჟორიტარ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარული ოლქის შესასვლელს ბოქლომი დაადეს. ბიუროსთან დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული და მათ თავდაპირველად აქციის მონაწილეებს ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს, თუმცა მაინც მოახერხეს. ადგილზე მოულოდნელად მივიდა თავად მიხეილ ყაველაშვილიც. 

"ბიძინას მონებს დავადებთ ბოქლომებს. მატყუარებს დადებული აქვთ ბოქლომი, ახლა უნდა ხერხონ და უნდა წყვიტონ." - თქვა ადგილზე მყოფმა ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, კი "ქართულმა ოცნებამ პოლიცია მაჟორტარების კარის დარაჯად აქცია."

დღეს დილიდან აქტივისტები, პროტესტის ნიშნად, სხვადასხვა რეგიონში და ასევე თბილისში ქართული ოცნების მაჟორიტარების ოფისებზე ბოქლომების დადებას ცდილობენ. ოფისებთან მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები