მაჟორიტარების ბიუროებზე ბოქლომის დადება

პოლიციამ ოპოზიციას მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცა

მთავარი არხი

პოლიციამ ევროპული საქართველოს წევრებს ქართული ოცნების დეპუტატ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცა.

ადგილზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც, რომლებმაც ტერიტორიაზე ცოცხები მიიტანეს. ერთ-ერთმა მათგანმა ევროპული საქართველოს დეპუტატ სერგო რატიანს ხელი ჰკრა, თუმცა პოლიციას ის არ დაუკავებია.

თბილისსა და რეგიონებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებზე ბოქლომების დადებას ცდილობს. უკვე დაადეს ბოქლომი აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზს, ასევე, მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს. ბიუროებთან და სახელმწიფო უწყებების შენობებთან მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები