წულუკიანი: მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ უწყებების ჭიშკრებზე ბოქლომების დადება სახალისო და არასერიოზული პრიცესია.

"ეს არის ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესი. როგორც ირკვევა, მათ მეტი არაფერი დარჩენიათ, გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციებისა. ერთს ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს თეა წულუკიანი.

ოპოზიციის წევრები და აქტივისტები პროტესტის ნიშნად სახელმწიფო შენობებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ.

18 ნოემბერს ოპოზიციის წევრებსა და აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობაც და ამბობდნენ რომ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობაში შესვლის საშუალებას და დისკომფორტს შეუქმნიდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი დაშალა.

რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, პროპორციული წესით.

კომენტარები