სახელისუფლებო ტროლები

MDF: სახელისუფლო ბლოგერის ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არ არსებობს

0 კომენტარი
ფოტო: MDF

მედიის განვითარების ფონდმა შეისწავლა სახელისუფლო ბლოგერის გვერდი, "გიორგი აღაპიშვილის ბლოგი" და დაასკვნა, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არ არსებობს, ის ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. 

MDF წერს, რომ ფეისბუკ გვერდი "გიორგი აღაპიშვილის ბლოგი", რომელიც 2019 წლის 22 ივლისიდან ფუნქციონირებს, პრო-სახელისუფლებო გვერდია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ პოსტებს ავრცელებს. აღაპიშვილის ბლოგს ქართული ონლაინ პლატფორმები ხშირად წყაროდ იყენებენ და მასზე დაყრდნობით სასურველი გზავნილების მულტიპლიკაციას სხვა გვერდებზე ონლაინ პლატფორმებზეც ახდენენ. 

“გიორგი აღაპიშვილის ბლოგის" პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არ არსებობს. ფოტოს დეტალების ანალიზი და გენერირებული ფოტოების დამახასიათებელი ნიშნები გვიჩვენებს, რომ ფოტო პროგრამულად არის შექმნილი და რეალურ პიროვნებას არ ეკუთვნის. 

კერძოდ: 

1. პრეტრუბაცია, ანუ ე.წ. ღრმულები - ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები ხშირად იკეთებენ ე.წ. ღრმულებს, რასაც პრეტრუბაციას ეძახიან. გიორგი აღაპიშვილის ბლოგის ფოტოზე ასეთი პიქსელი ფოტოს მარცხენა მხარეს ყურის თავზეა გამოსახული.

ფოტო: MDF

2. თმა - გენერირებულ ფოტოებზე თმა ხშირად შერეულია სხვა ობიექტებთან, როგორიცაა კანი ან ფონი. გიორგი აღაპიშვილის ფოტოზე შუბლთან თმა აწეწილია და შერეულია შუბლის კანთან. ასევე კანთან არის შერეული ულვაშის ადგილას მუქი ფერის თმა. 


4. ასიმეტრია - ასიმეტრიული ობიექტები გენერირებული ფოტოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. აღაპიშვილის ფოტოზე ტუჩები ასიმეტრიულია. 

გიორგი აღაპიშვილის ბლოგის შესახებ

ფეისბუკ გვერდი "გიორგი აღაპიშვილის ბლოგი" 2019 წლის 22 ივლისს, "გავრილოვის ღამიდან" 1 თვის თავზე შეიქმნა და მას 3 ადმინისტრატორი ჰყავს. გვერდს 21 ნოემბრის მდგომარეობით 1895 მოწონება და 2027 გამომწერი ჰყავს. პირველი პოსტი გვერდმა შექმნიდან მეორე დღეს, 23 ივლისს გამოაქვეყნა და ის ლევან ბერძენიშვილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მისი სამიზნე იყო ასევე მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პორტის პროექტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები