რუსეთი

რუსეთში გეი კაცის ვიდეოზე გამოძიება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მუხლით დაიწყო

მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთში ვიდეოს გამო, რომელშიც ბავშვები გეი კაცს კითხვებს უსვამენ, კრიმინალური გამოძიება დაიწყო.

ვიდეო Real Talk-მა გაავრცელა. ეს ინტერნეტ პროგრამაა, რომელშიც ბავშვები სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანებს ხვდებიან და მათ სხვადასხვა კითხვას უსვამენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ ვიდეოში სექსუალურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ ყოფილა, რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია"ერთიანი რუსეთის" პარლამენტარმა პიოტრ ტოლსტოიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის" და "ბავშვებზე სექსუალური ძალადობის" გამო გამოძიება დაწყოთ.

ვიდეოს პროდიუსერი, ბლოგერი ვიქტორია პიჩი BBC-სთან საუბარში ამბობს, რომ ქვეყანა დატოვა, რადგან 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსეთში "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა" 2013 წლიდან ჯარიმით ისჯება, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის მუხლითაა აღძრული.

კომენტარები