პროპორციული საარჩევნო სისტემა

ინაშვილი ენმ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების მოთხოვნით საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს

პატრიოტთა ალიანსი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და 30 ნოემბერს აქციას მართავს, რომლის მოთხოვნაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებისადმი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაა. 

ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ისინი არცერთ სხვა ძალასთან არ აპირებენ თანამშრომლობას და "მარტო და დამოუკიდებლად" მოქმედებენ. ინაშვილის თქმით, "ბოროტებთან შეთანხმებას" ისინი არ აპირებენ. 

ინაშვილი ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის სამოქმედო გეგმა საპროტესტო აქციებისა და საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების რეჟიმია. აქცია 30 ნოემბერს, 18:00 საათზე სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. დეპუტატის თქმით, მათი მოთხოვნა დამნაშავეების დასჯა და ქვეყანაში პოლიტიკური სპექტაკლების დასრულებაა. 

"არსებობს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ბატონი ნაცვლიშვილის საჯარო განცხადებები, რომ წინა რეჟიმის მთავარ ფიგურანტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისთვის ყველა მტკიცებულება არსებობს," - თქვა ინაშვილმა. 

დეპუტატი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ დაამთავროს პოლიტიკური სპექტაკლები და მიყვნენ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებს. 

პატრიოტთა ალიანსი პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს უჭერდა და კანონპროექტს მისი ფრაქციის ყველა წევრმა მისცა ხმა, თუმცა კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ 3 მთავარი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს პარტია არ შეუერთდა. 

პატრიოტთა ალიანსმა აქცია დამოუკიდებლად ჩაატარდა და მათ "ქართული მარში" შეუერთდა. 

კომენტარები