NATO

სტოლტენბერგი: NATO-ს წევრ ქვეყნებს მოვუწოდებ მიაწოდონ საქართველოს საჭირო რესურსები

იენს სტოლტენბერგი

"შავი ზღვის რეგიონში ჩვენ ჩვენ პარტნიორებთან ვმუშაობთ ორივეგან - საქართველოსა და უკრაინაში. [ალიანსის] წევრებს საჭირო რესურსებისა და პერსონალის მიწოდებისკენ მოვუწოდებ, რათა [საქართველოსა და უკრაინას] უფრო პრაქტიკული მხარდაჭერა მივაწოდოთ," - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 20 ნოემბერს ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის მნიშვნელოვანია, სადაც სამ წევრ სახელმწიფოსთან ერთად, რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან ერთად ორი მნიშვნელოვანი პარტნიორი - საქართველო და უკრაინა ჰყავს.

"ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე. მათ ასევე დავეხმარებით თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებასა და რეფორმების განხორციელებაში. NATO-ს საქართველოში ყოფნის მიზეზი ეს არის - ქვეყანას უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებაში დავეხმაროთ".

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა გასულ წლებში შავი ზღვის რეგიონში NATO-ს როლის ზრდას - "აპრილში შევთანხმდით პაკეტზე, რომ უფრო მეტი წვრთნა ჩავატაროთ, გავზარდოთ ინფორმაციის გაზიარება".

კომენტარები