სკარლეტ იოჰანსონი

სკარლეტ იოჰანსონი 35 წლის გახდა: რამდენიმე საინტერესო ფაქტი მსახიობის შესახებ

0 კომენტარი
ფოტო: vogue

სკარლეტ იოჰანსონი , ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მსახიობია. ის ვუდი ალენის ერთ-ერთი მუზაა და რეჟისორის ისეთ ფილმებში თამაშობს, რგორიცაა "Match Point" და "Vicky Cristina Barcelona". იოჰანსონმა, არც მარველის კინოსამყაროზე თქვა უარი და შურისმაძიებლების გუნდს შეუერთდა, სულ მალე კი მისი როგორც შავი ქვრივის სოლო ფილმიც გამოვა.

დღეს მსახიობის დაბადების დღეა, მას 35 წელი შეუსრულდა და გვინდა გავიხსენოთ ხუთი საინტერესო ფაქტი მის შესახებ

იოჰანსონი პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანია

იოჰანსონი აქტიურად უჭერდა მხარს ბარაკ ობამას მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ასევე ჰილარი კლინტონს 2017 წლის არჩევნებში. მსახიობი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველიცაა. "ლოკალური პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა. ჩემი შვილი, ახლა ძალიან პატარაა, თუმცა უფროსი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ პოლიტიკაში უფრო ჩართულიც ვიქნებოდი." უთქვამს ინტერვიუში მსახიობს.

ფოტო: vogue

ერთხელ ოსკარის ცერემონიაზე მსახიობი მკერდის ტუმბოთი მივიდა

2015 წელს, ოსკარზე მისულ სკარლეტ იოჰანსონს ჩანთაში მკერდის ტუმბო ედო. ამ დროს მას 5 თვის შვილი ჰყავდა. "რა თქმა უნდა, ჩანთაში მკერდის ტუმბო მედო, ამ დროს ბავშვს რძეს ვაჭმევდი და ყოველი გრამი მნიშვნელოვანი იყო" აღნიშნა მსახიობმა.

ქეითი პერის სიმღერა "I kissed the Girl" სკარლეტ იოჰანსონის შთაგონებით შეიქმნა

მომღერალმა ქეითი პერიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2008 წელს, როდესაც ჟურნალს ათვალიერებდა სკარლეტ იოჰანსონის სურათი დაინახა. მაშინ ის თავის ბეგობარ ბიჭთან ერთად იყო და უთხრა: "არ მოგატყუებ: ახლა ოთახში რომ სკარლეტ იოჰანსონი შემოვიდეს და მასთან სექსი შემომთავაზოს იმავე წამს დავთანხმდები." იოჰანსონმა ეს კომენტარი კომპლიმენტად მიიღო, თუმცა მაშინ ის რაიან რეინოლდსის ცოლი იყო და საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისი ტუჩები უკვე დაკავებულია. 

ფოტო: elle

მას არ უყვარს როდესაც ScarJo-ს ეძახიან

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს იოჰანსონმა აღნიშნა, რომ ვერ იტანს ამ ზედმესახელს, მედია კი მას ხშირად იყენებს. "ეს სახელი უფრო პოპ ვარსკვლავებს მოუხდებოდა. ძალიან უგემოვნოა. მასში (ზედმეტსახელში) სიზარმაცეც იგრძნობა და გარკვეული ძალადობაც. რაც მთავარია, საწყენია!"

საკუთარი სექსუალურობის გამო მას როლიც დაუკარგავს

2011 წლის ინტერვიუში რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა განმარტა, რატომ არ ითამაშა იოჰანსონმა მთავარი როლი ფილმში "The Girl With the Dragon Tattoo". "კასტინგი ძალიან საინტერესო იყო. ბევრი არაჩვეულებრივი მსახიობი მოვიდა. სკარლეტ იოჰანსონი ფანტასტიური იყო. მხოლოდ ერთი პრობლემაა. როგორც კი სკარლეტ იოჰანსონს ხედავ, ერთი სული გაქვს როდის გაიხდის ტანსაცმელს" აღნიშნა ფინჩერმა

ფოტო: elle

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები