თბილისის საკრებულო

საკრებულოში "ოცნების" დეპუტატი კუხიანიძე და ვატო შაქარიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

0 კომენტარი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე და მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ვატო შაქარიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

"ნაგავო, ნაძირალა, ახვარო", - ამ სიტყვებით მიმართა კუხიანიძემ შაქარიშვილს.

საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა თქვა, რომ ის, რაც სხდომაზე მოხდა, ემოციური სხდომა და პატარა გართულება იყო, რომელიც მალევე ჩაცხრა".

"იყო ემოციური სხდომა, ბუნებრივია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე. ამ პროცესში ყველას უნდა თავისი ადგილის პოვნა. ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ზოგი ამას არაკორექტული მიმართვებით ახერხებს, ზოგი - სხვა გამოხატულებით. ასეთი ინციდენტი იყო, ასეთ ინციდენტზე იყო პატარა გართულება და გაწევ-გამოწევა. გაშველდა, ყველაფერი ჩაცხრა.

ცოტა მეუხერხულება იმაზე საუბარი, რომ 2 დღის წინ ტაშის რტყმისგან ხელები გაქვს გადატყავებული, როცა ძალიან გულმოდგინედ უკრავ ტაშს, ყრილობაზე ვერ ჯდები, ისეთი აღგზნებული ხარ, მერე ყოფილ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო" - თქვა დავითულიანმა.

ამ დაპირისპირებამდე საკრებულოს ტრიბუნის მიკროფონს გოკა გაბაშვილმა სიმბოლური ბოქლომი დაადო და სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები