საქართველო-საფრანგეთი

კასტანერი: საქართველო საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით I ადგილზე იყო, ეს ანომალიაა

შსს

საფრანგეთის შს მინისტრის, კრისტოფ კასტანერის თქმით, ანომალია იყო, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველო პირველ ადგილზე იყო საფრანგეთში თავშესაფრის მაძიელებთა რაოდენობით. 

კასტანერმა ეს განცხადება საფრანგეთში, ვახტან გომელაურთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მისი თქმით, თავშესაფარს ითხოვდნენ ადამიანები, რომლებიც საფრანგეთში ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩავიდნენ, თუმცა, 97%-ს უარი ეთქვა. 

"წელს, პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით - ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს, დაახლოებით, იგივე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია" - თქვა კასტანერმა

მისი თქმით, ვახტან გომელაურთან კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი განიხილა, მათ შორის აეროპორტებში გაფრენა-ჩაფრენის

"გამოვთქვით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. მინდა აღვნიშნო ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს და მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგას მაღალი ხარისხის თანამშრომლობისთვის.

საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება, დაახლოებით, 50%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს, რაც შეიძლება მაღალ დონეზე", - თქვა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

კომენტარები