გორის მუნიციპალიტეტი

აუდიტი: გორში 55.7 ათასად შეკეთებული შადრევანი 4 თვე მუშაობდა

0 კომენტარი
ფოტო: Factcheck

აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული გორის მუნიციპალიტეტის 2017-18 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, 2017 წელს 55.7 ათასი ლარით შეკეთებული შადრევანი მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

როგორც აუდიტმა გამოავლინა, მუნიციპალიტეტმა სამუშაოები არასათანადოდ დაგეგმა.

შადრევნის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიგეგმა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 106 ათასი ლარი. ტენდერი აპრილში გამოცხადდა, რომელშიც შპს ალიონმა გაიმარჯვა. სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა შადრევნის აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა.

თავდაპირველი რეაბილიტაციიდან ცხრა თვეში შადრევნის შეკეთება ააიპ "გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს" დაევალა. პასუხისმგებელი პირის მტკიცებით, შადრევანი 2018 წლის ივნისში ამუშავდა და იმავე წლის ნოემბრამდე ფუნქციონირებდა.

როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, 2019 წლის თებერვალში, აუდიტის შემოწმებისას, შადრევანი უკვე გაფუჭებული იყო.

ჯამში, 2017-დან 2019 წლამდე შადრევანმა მხოლოდ 4 თვე იმუშავა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები