საშა ბარონ კოენი

საშა ბარონ კოენი: Facebook-ი 1930-იან წლებში რომ ყოფილიყო, ჰიტლერის რეკლამებს განათავსებდა

0 კომენტარი
საშა ბარონ კოენი ფოტო: Reuters

ბრიტანელი კომიკოსი და მსახიობი საშა ბარონ კოენი Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ონლაინ პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამების აკრძალვა არ იგეგმება:

"ამ დამახინჯებული ლოგიკით, Facebook-ი 1930-იან წლებში რომ არსებულიყო, ჰიტლერს 30-წამიანი რეკლამების განთავსების უფლებას მისცემდა "ებრაული პრობლემის გადაჭრის" მისეული გზის შესახებ.

თუ ფულს გადაუხდით, Facebook-ი ნებისმიერ პოლიტიკურ რეკლამას განათავსებს, რაც გსურთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სიცრუეს შეიცავს. და ისინი იმაშიც კი დაგეხმარებიან, რომ ამ ტყუილის სამიზნე აუდიტორია შეარჩიოთ მაქსიმალური ეფექტისათვის." თქვა მან Never is Now სამიტზე, რომელიც დისკრედიტაციასთან ბრძოლას ემსახურება.

საშა ბარონ კოენს მიაჩნია, რომ დროა სოციალური მედიის და მის მიერ სიძულვილის, სიცრუისა და შეთქმულების თეორიების გავრცელების ფუნდამენტური გადააზრება მოხდეს.

"ჩემი აზრით ყველა ვთანხმდებით, რომ ფანატიკოსებს და პედოფილებს საკუთარი შეხედულებების გასაძლიერებლად და მსხვერპლის მიზანში ამოსაღებად თავისუფალი პლატფორმა არ უნდა მივცეთ." თქვა მან.

მან Google-ი, Twitter-ი და YouTube-იც გააკრიტიკა "მილიარდობით ადამიანის აბსურდით ვაჭრობისათვის". 

შეგახსენებთ, რომ Google-ი საკუთარ პლატფორმაზე პოლიტიკურ რეკლამებს შეზღუდავს, კონკრეტულად კი პოლიტიკურ კამპანიებს საშუალება აღარ ექნებათ სამიზნე რეკლამები მომხმარებელთა პილიტიკური მიდრეკილებების, ასაკის, სქესის და ლოკაციის მიხედვით განათავსოს.

პოლიტიკურ კამპანიებს ასევე აეკრძალებათ მათი მონაცემთა ბაზის Google-ის მომხმარებელთა ბაზებთან შედარება და YouTube-ისა და Google-ის სისტემებში მათი ძიების მონაცემების მიხედვით რეკლამების ფოკუსირება.

ახალი შეზღუდვები ძალაში დიდ ბრიტანეთში ერთ კვირაში შევა, ევროკავშირში მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო სხვა რეგიონებში 2020 წლის 6 იანვრამდე.

Google-ის ასევე აპირებს ზომების მიღებას შეცდომაში შემყვან განცხადებებთან დაკავშირებით.

ეს შეზღუდვები პოლიტიკურის გარდა სხვა კამპანიებზე არ გავრცელდება.

მანამდე Twitter-მა საკუთარ პლატფორმაზე ყველა სახის პოლიტიკური რეკლამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკრძალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები