ბუტა რობაქიძის საქმე

ბუტა რობაქიძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს, ირაკლი წერეთელს ბრალი წარუდგინეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოფილ პროკურორს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი ყოფილ პროკურორს წარედგინა, თავდაპირველად სოსო რობაქიძემ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალი წარედგინათ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს. პროკურატურის ინფორმაციით, ოქრუაშვილმა შსს-ს მაღალჩინოსნებს დაავალა "გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე". უწყება ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ, პოლიციელებმა ბუტა რობაქიძის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩადეს. რაც შეეხება ადეიშვილს, პროკურატურის ინფორმაციით, მის დავალებით გამოძიება არასწორი მიმართულებით წარიმართა, გაყალბდა მტკიცებულებები და გამყარდა შსს-ს მაღალჩინოსნების ვერსია.

კომენტარები