მეწყერი

კენიაში მეწყერს 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მათ შორის 7 ბავშვია

independent.co.uk

კენიაში მეწყერს სულ მცირე 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქედან 7 ბავშვია. 

სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც შუაღამით გაძლიერდა, 4 ხიდი წაიღო და რამდენიმე სოფელი წალეკა. ყველაზე მეტად სოფელი მუინო დაზარალდა, რომლის სრული განადგურების საფრხეც არსებობს. 

ქვეყნის სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თუმცა მათ ამინდი ხელს უშლით. ქვეყნის პრეზიდენტის, უჰურუ კენიტას განკარგულებით, სამაშველო ოპერაციებში სამხედრო ძალებიც ჩაერთო. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. 

კომენტარები