დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაიკო მაასთან, ასევე გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერთან, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ვოლფგანგ შოიბლესთან და ბუნდესტაგის სხვა წევრებთან. 

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს კიორბერის ფონდის, რიგით მეცხრე, ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ღონისძიების მთავარი თემა გერმანიისა და ევროპის საგარეო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები იქნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპანელო დისკუსიაზე, რომელშიც ევროპელ კოლეგებთან ერთად დავით ზალკალიანი მიიღებს მონაწილეობას, საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისა და ამ მიმართებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გერმანიაში 24 ნოემბერს იწყება და 26 ნოემბერს სრულდება. 

კომენტარები