ტყის ხანძრები

ძამის ხეობაში ხანძარია

kavkazplus

შიდა ქართლში, ძამის ხეობაში ხანძარია.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, წინასწარი ინფორმაციით, იწვის ტყის ქვედა საფარი. უცნობია, რა მანძილზეა ხანძარი. უწყებაში ამბობენ, რომ ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და მეტი ინფორმაცია მას შემდეგ ექნებათ, რაც ისინი კონტაქტზე გამოვლენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ასევე საუბრობენ ხეობის რთულ რელიეფზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მეხანძრე-მაშველებისთვის ხანძრის ტერიტორია რთულად მისადგომია. 

კომენტარები