სახელმწიფო შენობებზე ბოქლომების დადება

აქტივისტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს ბოქლომი დაადეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ორგანიზაცია "გაბედეს" აქტივისტებმა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის ღობეს ბოქლომი დაადეს.

მათ ბოქლომის დადება ჭიშკარზე სურდათ, თუმცა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტები მათ უხსნიდნენ პროცესის სიმბოლურობას.

საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა ბოქლომის დადება ღობეზე შეძლეს.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში აქტივისტებმა ბოქლომის დადება სცადეს რამდენიმე სახელმწიფო შენობაზე, ასევე, ქართული ოცნების მაჟორიტარების ბიუროებზე - შემთხვევების ნაწილში მათ ეს შეძლეს, ნაწილში კი პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები