მოგზაურობა

Wizz air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

აეროპორტების გაერთიანება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის შემდეგ, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მაც დაიწყო. ბოლონიის მიმართულებით რეისებს Wizz air, Ryanir-ის მსგავსად, კვირაში ორჯერ ასრულებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წლიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას, ნიცას და კიოლნს ამატებს.

უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაზე, ასევე, არსებული ავიაკომპანიების მიერ ახალი მიმართულებებისა და სიხშირეების დამატებაზე მუდმივად მუშაობენ.

ავიაკომპანია Wizz Air-ი წელია საქართველოს ავიაბაზარზე 7 წელია მოღვაწეობს. 2018 წლის მონაცემებით, ის მგზავრთა გადაყვანის კუთხით საქართველოში ლიდერიც გახდა.

კომენტარები