ბექა ნაცვლიშვილი

ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს. ნაცვლიშვილი ამბობს, არჩევნებში მშრომელთა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას და მათ უფლებებს დაიცავს. 

დეპუტატი სხვადასხვა პროფკავშირებთან და მხარდამჭერებთან ერთად ფილარმონიის წინ აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნაა პროპორციული არჩევნების ჩატარება, აზარტულ თამაშების აკრძალვა და მშრომელთა უფლებების დაცვა. 

"დღესვე უნდა განაცხადოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ რისთვის სჭირდება ეს პროპორციული არჩევნები. მარტო პარლამენტში მოსახვედრად თუ რამე ცვლილებისთვის"- ამბობს ნაცვლიშვილი. 

კომენტარები