შეხვედრა ქართულ ოცნებაში

ქართული ოცნების ოფისში მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრა მიმდინარეობს

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისში მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტრული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

დიმიტრი ხუნდაძის ინიციატატივასთან ერთად, უმრავლესობის სხდომაზე, სავარაუდოდ, აკაკი ზოიძის ინიციატივასაც განიხილავენ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს, ან პლებისციტს გულისხმობს.

დიმიტრი ხუნდაძის ცნობით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

"განსახილველი საკითხები ბევრია, ძირითადია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის, განსხვავებული პოზიცია აქვს პარტიის ლიდერს, სხვა ლიდერებსაც. უმრავლესობაშიც არაა ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრაზე შესვლის წინ.

14 ნოემბერს ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საზოგადოებისთვის ივნისში მიცემული პირობა დაარღვია. ერთ კვირაზე მეტია, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აქციებს მართავს მოთხოვნით - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით, დროებითი მთავრობის პირობებში.

კომენტარები