სამხრეთ კორეა

K-Pop მომღერალი და მსახობი გუ ჰარა გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ კორეელი მომღერალი და მსახობი გუ ჰარა საკუთარ ბინაში, სეულში, გარდაცვლილი იპოვეს.

28 წლის მომღერალი ცნობილი K-Pop ჯგუფის - Kara-ს წევრი იყო, რომლესაც იგი 2008 წელს შეუერთდა.

გუ ჰარა ხშირად მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში და ჯგუფისგან დამოუკიდებლადაც უშვებდა საავტორო სიმღერებს.

პოლიციის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი უცნობია და გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

მომღერალი მაისში სუიციდის მცდელობით საავადმყოფოში მოათავსეს.

K-pop ვარსკვლავმა ბოლო პოსტი ინსტაგრამზე შაბათს, გარდაცვალების წინა დღეს, გამოაქვეყნა წარწერით, - "ღამე მშვიდობის".

 

კომენტარები