ავიაკატასტროფა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ავიაკატასტროფას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

BBC

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარ ავიაკატასტროფას სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც კერძო კომპანია Busy Bee-ს ეკუთვნოდა, ქალაქ გომაში აფრენისას საცხოვრებელ სახლებს დაეჯახა. დაღუპულთა შორის არის 17 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი და ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები.

თვითმფრინავი 350 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბენიში მიფრინავდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედიის მიხედვით აფრენისას ძრავა მწყობრიდან გამოვიდა.

კონგოში უსაფრთხოების დაბალი სტანდარტების გამო მსგავსი ინციდენტები ხშირია. ამის გამო ქვეყნის კომერციულ ავიაკომპანიებს ევროკავშირში მოქმედება აკრძალული აქვთ.

კომენტარები